10:33
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ყოველ თავდასხმას პასუხი გაეცემა, მოკლულია 44 ტერორისტი
15-01-2022

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, განადგურებულია 44 ტერორისტი და თურქეთი განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ საპასუხო რეაგირებას გააგრძელებს. „არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ ყოველ თავდასხმას პასუხი გაეცემა და ისინი, ვინც ამ თავდასხმებში არიან ჩართული, პასუხს აგებენ“, - განაცხადა აკარმა თურქულ მედიასთან შანლიურფას პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შესახებ საუბრისას. ჰულუსი აკარმა განმარტა, რომ მათ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ (PKK) და სახალხო დაცვის შენაერთებს (YPG) საპასუხო დარტყმები მიაყენეს და 44 ტერორისტი გაანადგურეს. ცნობისათვის, 8 იანვარს შანლიურფას პროვინციაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაშავდა ერთი თურქი ჯარისკაცი.

AutoPlay
ხორვატიის ელჩი, ქვეყნის პრეზიდენტის განცხადების გამო, უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღნიშნეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
შალვა პაპუაშვილის პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შედგება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
5 წლიანი ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია - მთავრობამ ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები