თურქეთის ციხეებში "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტული დაჯგუფების დაახლოებით 1200 პირი არის დაკავებული, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, სულეიმან სოულუზე დაყრდნობით იტყობინება.
მინისტრის თქმით, ყველა ეს პატიმარი უნდა დაბრუნდეს თავის სამშობლოში, მიუხედავად იმისა, ჩამოერთვათ მათ იქ მოქალაქეობა თუ არა.
"ყველა ტერორისტი თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, ჩვენ აქ სასტუმრო არ გვაქვს", - აცხადებს მინისტრი.
მანამდე, თურქმა მაღალჩინოსანმა ევროპული ქვეყნები, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, "ისლამური სახელმწიფოს" ეჭვმიტანილი წევრებისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმიათ, რაც თურქეთის შს მინისტრის თქმით, არის მიუღებელი და უპასუხისმგებლო საქციელი.