თურქეთის საზღვართან მყოფი სირიელი ლტოლვილები თურქეთს დახმარებას სთხოვენ. რუსული და სირიული სამთავრობო ძალების იერიშებს გაქცეული მოსახლეობა იმედგაცრუბულია, ვინაიდან თურქეთმა მათ დაცვაზე უარი თქვა და მათ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა. საზღვართან ახლოს სამხედრო დაპირისპირება არ მიმდინარეობს, ამიტომაც ლტოლვილები იძულებულები არიან, აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩნენ.
თუმცა, ამავე დროს მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა თურქეთის მხარეს გადავიდნენ და მეზობელ ქვეყანას შეაფარონ თავი.
"თურქეთი ჩვენი ერთადერთი არჩევანია დღეს. ჩვენ ვეღარ დავაყენებთ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხის წინაშე", - განაცხადა ერთ-ერთმა სირიელმა ლტოლვილმა.
სირიის ჩრდილოდასავლეთ რეგიონში ბოლოდროინდელი საბრძოლო მოქმედებების გამო 180 000 მოქალაქე იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ამასთან, ბოლო ავიაიერიშებს ათობით ადამიანი შეეწირა.