თურქეთის პოლიციამ ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან გაჩერებულ სატვირთო გემზე 276 მიგრანტი იპოვა. ინფორმაციას „როიტერი“ თურქეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, თურქეთის დროში ქვეშ მცურავი გემის საქმიანობას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ხოლო ორშაბათს საღამოს შენიშნეს, რომ იზმირის პროვინციაში მასზე მიგრანტები აიყვანეს. არალეგალი მიგრანტების გადაყვანის ორგანიზატორების დაკავების ოპერაციაში სანაპირო დაცვის 5 გემი და პოლიციის ჯგუფი იყო ჩართული. შედეგად, სამართალდამცველებმა 8 ადამიანი დააკავეს.
თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, გემზე მყოფი მიგრანტები არიან სირიიდან, ავღანეთიდან, ბანგლადეშიდან, სომალიდან და ირანიდან. არსებული ინფორმაციით, ისინი ევროპაში გადაყავდათ.