წინასწარი მონაცემებით, ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში თურქეთის საჰაერო ძალებმა ქალაქ ელ-ბაბში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების 23 ტერორისტი გაანადგურეს, - იუწყება თურქული სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით. მანამდე, თურქეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ოპერაცია „ევფრატის ფარის“ ფარგლებში, თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების ცხრა ობიექტი გაანადგურეს.