04:54
11 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შოკირებული ვართ მაიკ პომპეოს განცხადებით, აია-სოფიასთან დაკავშირებული საკითხი ჩვენი შიდა საქმეა
02-07-2020

შოკირებული ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აია-სოფიას შესახებ გაკეთებული განცხადებით, აია-სოფია ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და თურქეთის საკუთრებაა,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აკსოიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა როცა საქმე თურქეთის სუვერენიტეტს ეხება, მოთხოვნების წაყენება მიუღებელია.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს.

"თურქეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აია-სოფია მუზეუმად დატოვონ, რაც მისაბაძი მაგალითი იქნება ვალდებულების შესრულების, რწმენის ტრადიციებისა და მრავალფეროვანი ისტორიის პატივისცემის", - განაცხადა მაიკ პომპეომ.

რამდენიმე თვის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია, შესაძლოა, მეჩეთად გადაკეთდეს.

AutoPlay
მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი წევრები და ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო თანამეგობრობას ლიბანისთვის 76 მილიონი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
პაკისტანში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები