თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთო გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა და სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება. მისივე თქმით, თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა სურს და ის აზერბაიჯანის გვერდით დგას.
„ჩვენ აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან,“- აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქამდეც არაერთხელ გამოხატეს აზერბაიჯანის მიმართ ღია მხარდაჭერა.