თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე თურქეთის ელჩი ჩოხით მივიდა , როგორც ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, 1923 წელს ათათურქმა ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა დააარსა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ელჩი ამთავრებს საქართველოში მისიას, მიღებაზე მისი გაცილების ცერემონიაც გაიმართა. როგორც ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, ის ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოდან გაემგზავრება.