თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ, რომელიც ერთ დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახლო მოკავშირე იყო, მმართველი პარტიიდან წავიდა და განაცხადა, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა მმართველობაში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, დავუთოღლუს არ უთქვამს რომ ახალ პარტიას ქმნის, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.
"მმართველ პარტიას, რომელიც მცირე ჯგუფის კონტროლის ქვეშ მოექცა, აღარ აქვს ჩვენი ქვეყნის პრობლემების მოგვარების უნარი", - განაცხადა დავუთოღლუმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიიდან კიდევ ხუთი კანონმდებელი წავიდა. აჰმედ დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის პოსტს 2014 და 2016 წლებში იკავებდა.