თურქეთის პროკურატურამ ორგანიზაცია FETO-ს საქმიანობის გამოძიების ფარგლებში, 102 პირის, მათ შორის 58 სამხედროს დაკავების ორდერი გასცა.ქალაქ ადანას პროკურატურამ 52 სამხედრო დაკავების სანქცია გასცა, მათ შორის სერჟანტები და უმცროსი რანგის ოფიცრები არიან. კიდევ ექვსი სამხედრო დაკავების ორდერი კი, სტამბულის პროკურატურამ გასცა. დანარჩენი ეჭვმიტანილები სამოქალაქო პირები არიან. აღნიშნული პირების დაკავების ოპერაცია დღეს დილით დაიწყო თურქეთის 21 პროვინციაში.შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში გიულენს ადანაშაულებს