თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს გონება დაკარგა. ის მეჩეთში მუსლიმურ დრესასწაულზე რამაზან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად მივიდა. ამის შესახებ „თურქული „სი-ენ-ენ-ი“ იუწყება.ექიმების განცხადებით, პრეზიდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის გონს მოვიდა.„დისბალანსი შაქართან და არტერიულ წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია, მაგრამ თავს უკვე კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა გონზე მოსვლის შემდეგ ერდოღანმა.