თურქეთის ხელისუფლება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოში“ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კარიკატურების გამოქვეყნებას გმობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ანტიმუსლიმური დღის წესრიგი ნაყოფს იძლევა! “შარლი ებდომ” ახლახან გამოაქვეყნა ე.წ. კარიკატურების სერია, რომელიც სავსეა სავარაუდოდ ჩვენი პრეზიდენტის გამოსახულებებით, ვგმობთ ამ პუბლიკაციის საშუალებით კულტურული რასიზმისა და სიძულვილის გავრცელების მცდელობას,“- წერს თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი ფაჰრეთინ ალთუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.