თურქეთის პრეზიდენტი - ყველაფერს გავაკეთებთ მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით ისლამური სამყაროს მობილიზებისთვის ისრაელის ტერორის შესაჩერებლად - Palitra News

თურქეთის პრეზიდენტი - ყველაფერს გავაკეთებთ მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით ისლამური სამყაროს მობილიზებისთვის ისრაელის ტერორის შესაჩერებლად

2021-05-11 10:01:14+04:00

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის ლიდერთან მაჰმუდ აბასთან და „ხამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელთან ისმაილ ხანიასთან სატელეფონო საუბრების დროს განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ისლამური სამყაროს მობილიზებისთვის „პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის ტერორის შესაჩერებლად“.

მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის დარჩება პალესტინის საქმის მომხრედ, იდგება პალესტინელი ძმების გვერდით და დაიცავს იერუსალიმის ღირსებას.