თურქეთის პოლიციამ სტამბოლში მიმდინარე აქცია დაშალა, სადაც ასობით ქალი ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებდა.ქალთა ჯგუფი ძალადობას სიმღერით "მოძალადე შენს გზაზე" აპროტესტებდა. სიმღერა, რომელიც პირველად ჩილეში გამართულ საპროტესტო აქციაზე იმღერეს, მთელ მსოფლიოში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სიმღერა სახელმწიფოს აკრიტიკებს უმოქმედობის გამო ტექსტით, "შენ თავად ხარ სექსუალური მოძალადე".
მედიის ცნობით, სწორედ აღნიშნული სიმღერის დროს გამოიყენა სტამბოლის პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ ცრემლსადენი გაზი. დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე. ქალთა მიმართ ძალადობა თურქეთში დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ქვეყანაში მხოლოდ გასულ წელს გენდერული ნიშნით ძალადობის დროს 440 ქალი მოკლეს, მათ შორის უმეტესობა მათმა ქმრებმა.