თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილის ფოტო გაავრცელა. თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ ახალი წლის ღამეს სისხლიანი თავდასხმა სწორედ მან განახორციელა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ექსტრემისტები აცხადებენ, რომ სირიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის გამო თურქეთზე შური იძიეს.