თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის ახმეტ არსლანის განცხადებით, თურქეთის მონაკვეთზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში შესასვლელად მზად თვის ბოლოდან იქნება. ამასთან, თურქული მხარის განცხადებით ქართულ მონაკვეთზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და მის სრულად დასრულებას 3 თვე დასჭირდება. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ.