თურქეთში უცხოელები 250 ათას დოლარიანი სახლის შეძენის შემთხვევაში ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ.აღნიშნულს თურქეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ახალი რეგულაცია გულისხმობს, რომლის თანახმადაც, მსურველი როგორც კი ფულს გადაიხდის და იჯარას ხელს მოაწერს, მოქალაქეობას მაშინვე მიიღებს. ცნობისთვის, წინა რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეობის მიღება 1 მილიონი დოლარის სანაცვლოდ იყო შესაძლებელი.