თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მძიმეა ანსამბლის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - ”ერისიონის“ საბავშვო სტუდია ”ლამპრების” წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ.