თურქეთის ხელისუფლებამ Facebook-ი 282 ათასი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დაჯარიმების მიზეზი სოციალური ქსელის მხრიდან მონაცემთა ბაზის დაცვის შესახებ არსებული კანონის დარღვევა გახდა, რის გამოც 300 ათასამდე ადამიანი დაზარალდა.თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული პირების შესახებ ისეთი პირადი მონაცემები გასაჯაროვდა, როგორებიცაა მომხმარებლების სახელები, დაბადების თარიღები, ძებნის ისტორია და სხვა პირადი დეტალები. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის ხელში აღმოჩნდა ეს მონაცემები.თურქეთის პერსონალური მონაცემების დაცვის საბჭოს განცხადებით, Facebook-მა კანონით გათვალისწინებული საჭირო ზომები არ მიიღო, რასაც თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ჯარიმის დაწესება მოჰყვა.