თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-12-19 12:14:35+04:00

თურქეთის ერთ-ერთი კერძო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გაზიანთეფის პროვინციაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ჟანგბადის სასუნთქი აპარატის აფეთქებამ გამოიწვია.