თურქეთის სამრეწველო სექტორი, რომელმაც კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად იზარალა, კლებას განაგრძობს. ეს კი სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებას მოასწავებს. სტამბოლის სამრეწველო პალატისა და თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვნად შენელდა საავტომობილო მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის წარმოება. ამის მთავარი მიზეზი კი შიდა მოთხოვნის შემცირება და ლირას დევალვაციის შემდეგ ფასების მატებაა.
მცირდება სამშენებლო სექტორი, რომელიც პირველი შევიდა კრიზისში და შემდეგ გავრცელდა ისეთ ქვესექტორებზე როგორებიცაა: სამშენებლო კერამიკა, ბეტონის წარმოება, შავი მეტალურგია. მიუხედავად იმისა, რომ ლირას გაუფასურებამ გარკვეული ბიძგი მისცა ექსპორტს, მისი დადებითი ეფექტი მრეწველობაზე შეზღუდული აღმოჩნდა.