თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სარკინიგზო ავარია მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩქაროსნული მატარებლის ორი ვაგონი ამობრუნდა. შედეგად არიან დაშავებულები. მაშველები ადგილზე მუშაობენ და ვაგონებში მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. მატარებელი დილით ადრე ანკარასა და თურქეთის პროვინცია კონიას შორის რეისს ასრულდებდა.