"თურქეთის ავიახაზების" თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა, ანკარაში საგანგებოდ დაეშვა. აღნიშნული ბრძანება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ გასცა, რაც ბორტზე ეჭვი გაჩნდა, რომ ერთ-ერთი მგზავრი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ცნობისთვის, თურქეთმა რამდენიმე დღის წინ ირანთან საზღვარი ჩაკეტა და ფრენები შეამცირა. ჯერჯერობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.