თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიაში ასადის რეჟიმის დასამხობად შევიდა - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდორანის თქმით, თუირქეთი სირიის მიწებისთვის არ იბრძვის.
"სირიაში მილიონი ადამიანი დაიღუპა და კიდევ იხოცებიან, დაუნდობლად კლავენ ქალებსა და ბავშვებს. მაინტერესებს ამ დროს სად არის გაერო? რატომ არ რეაგირებს ? ჩვენ დიდხანს ვითმინეთ, მაგრამ ბოლოს იძულებულები გავხდით სირიის თავისუფალ არმიასთან ერთად გვებრძოლა" - განაცხადა ერდოღანმა.