თურქეთიდან ევროკავშირის მიმართულებით ასობით ლტოლვილი დაიძრა.
Euronews-ის ინფორმაციით, ლტოლვილები საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრისკენ მიემართებიან. როგორც თურქეთის მთავრობამ განაცხადა, იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს.
თურქული მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საზღვრის სიახლოვეს 300 მიგრანტი უკვე იმყოფება. მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
ამასთანავე, საბერძნეთმა თურქეთის საზღვართან კონტროლი გაამკაცრა და სასაზღვრო პატრულის რაოდენობა გააორმაგა.
აღსანიშნავია, რომ ლტოლვილები წარმოშობით სირიიდან, ირანიდან, ერაყიდან, პაკისტანიდან და მაროკოდან არიან. დღესდღეობით თურქეთში 3.6 მილიონზე მეტი მიგრანტი იმყოფება.