თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი საექსპორტო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას გადის, ახალქალაქში გაჩერდა. მატარებელი საქართველოდან აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთში, ქსიანის პროვინციაში ჩავა.
სატვირთო მატარებელმა თითქმის 8 700 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს. შემადგენლობა თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით არის დატვირთული.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც ტვირთს აიაფებს და ამ დერეფანში საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის.