13:31
27 იანვარი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
თურქეთი სტამბოლთან ახალ არხს გაიყვანს
15-01-2020

თურქეთი სტამბოლის მახლობლად ახალი არხის მშენებლობას გეგმავს, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს და ბოსფორის სრუტის არხს განტვირთავს. არხ "კანალ ისტანბულის" საპროექტო სიგრძე 45 კილომეტრია და ის ექსპლუატაციაში 2026 წელს უნდა შევიდეს.

თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ თურქეთი არხში გამავალი გემებისგან, პირველივე წელს, მოგების სახით, 1 მილიარდ დოლარს მიიღებს. უფრო მეტიც, ის ვარაუდობს, რომ სრულად დატვირთვის შემდეგ, არხში წლიურად 50 ათასი გემი შეძლებს გავლას, რაც ქვეყანას 5 მილიარდი დოლარის მოგებას მისცემს.

არხის და მისი ინფრასტრუქტურის საპროექტო ღირებულება 15 მილიარდ დოლარს აღწევს, საიდანაც უშუალოდ არხის მშენებლობაზე 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, დანარჩენი კი ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

AutoPlay
1-ლი თებერვლიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი იცვლება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
რიგით მეცხრამეტე - საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ხილის 5 სახეობა, რომელსაც საქართველო უცხოეთში ყიდულობს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
MICROSOFT-ის აღმასრულებელი დირექტორი გარემოს დაცვაზე ბიზნესმოდელებსა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკის ნორმებზე
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
Amazon-ი პენტაგონისა და Microsoft-ის 10-მილიარდიანი კონტრაქტის შეწყვეტას სასამართლოს სთხოვს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
კანადამ Volkswagen 149,7 მლნ დოლარით დააჯარიმა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები