თურქეთი 1-ლი ივნისიდან კაფეებსა და პლიაჟებს ხსნის. ამასთან, იხსნება შეზღუდვა საქალაქთაშორისო გადადგილებაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
შესაბამისად, ორშაბათიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კვლავ განახორციელონ საქალაქთაშორისო მოგზაურობები. გარდა ამისა, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, მათ კვლავ ექნებათ უფლება პლაჟების, რეზერვების და პარკების მონახულება.
ამასთან, იხსნება კაფეები, მუზეუმები და ბაგა-ბაღები, მუშაობას იწყებენ რესტორნები, კაფეები, აუზები და აბანოები. ივლისიდან კი საერთაშორისო ფრენებიც განახლდება.