თურქეთი გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს წყვეტს - Palitra News

თურქეთი გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს წყვეტს

2020-12-21 10:03:57+04:00

თურქეთი, კორონავირუსის ახალ შტამის გამო, გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს დროებით წყვეტს, - ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ „ტვიტერში“ დაწერა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტისა და ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კოორდინაციის შედეგად მიიღეს.