თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს. ამ დროისთვის ქალაქ ვუჰანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. თურქეთი ასევე განახორციელებს აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას. თვითმფრინავში წარმოდგენილი იქნებიან ექიმებიც, რომლებიც ინფექციური დაავადებების მიმართულებით მუშაობენ. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ევაკუირებულ პირებს კარანტინში მოათავსებენ.