2023 წლისთვის, თურქეთი მთლიანად შეაჩერებს ბანანის იმპორტს და უზრუნველყოფს შიდა ბაზარს 100%-ით ადგილობრივი პროდუქტით, ხოლო მომავალში უცხოეთის ბაზრებზე შესვლას გეგმავს. ამის შესახებ EastFruit- ი თურქულ გამოცემა Daily Sabah-ზე დაყრდნობით წერს.
ანამურის რაიონის სოფლის მეურნეობის პალატის პრეზიდენტის თქმით, მერსინის პროვინციის სამხრეთით მდებარე იმ სათბურების რაოდენობა, სადაც ბანანი მოჰყავთ, ყოველწლიურად იზრდება. ამ დროისთვის მხოლოდ აღნიშნულ სათბურებში მოყვანილი ბანანი ქვეყანაში მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. თურქეთში ბანანის მთლიანი მოხმარება ყოველწლიურად 800 ათას ტონას შეადგენს, აქედან 80% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. მწარმოებლების შემდგომი გეგმები კი წარმოების 900 ათას ტონამდე ზრდას და უცხოეთის ბაზრებზე გასვლას მოიცავს.