თურქეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. ქვეყანაში წელს ტურისტული ნაკადების 60-70%-იან ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ თურქეთის ტუროპერატორების გაერთიანების Tursab-ის ხელმძღვანელი აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლება დადებითად აფასებს სექტორის თხოვნას, რომ აიცრან ტურისტულ სფეროში დასაქმებულები. შედეგად სეზონის დასაწყისისთვის ინდუსტრია ყველა ასპექტით მზად იქნება სტუმრების მისაღებად.
ამასთან, როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა, მიმდინარე წელს ქვეყანაში 20 მილიონამდე ტურისტს ელოდებიან. თურქ ტუროპერატორებს იმედი აქვთ, რომ პირველ უცხოელ ტურისტებს ქვეყანა აპრილის შუა რიცხვებიდან რუსეთიდან და უკრაინიდან მიიღებს.