ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პაშა ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამასთან, მემორანდუმის პარალელურად გაიმართა კონფერენცია, სადაც სპიკერებმა ტურიზმის სტრატეგია სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. ასევე, შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.