ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ელექტრონული ბიბლიოთეკა შექმნა. ბიბლიოთეკაში მომხმარებლებს წიგნების, ბროშურების, პრეზენტაციების და ნაშრომების ფართო არჩევანი აქვთ. თემატიკა მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ტურიზმის ტიპს, რომლის ჩამოტვირთვაც უფასოა. ამასთან, უცხოეთში მყოფი მოქალაქეები და საკონსულოები მარტივად მოიძიებენ მათთვის საინტერესო საქართველოს ტურისტული პროდუქტის შესახებ ინფორმაციას.ელექტრონული ბიბლიოთეკა წლის ბოლომდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, პირველადმა სატესტო ვერსიამ უკვე მოწონება დაიმსახურა სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის უნივერსიტეტის პროფესორებს, სტუდენტებსა და ტურისტულ კომპანიებს შორის.