04:56
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ბიზნეს ომბუდსმენმა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს
02-02-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ბიზნეს ომბუდსმენს 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის სფეროში კრიზისის დასაძლევად.

შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები