საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტებს უმასპინძლა. გერმანული მედიის წარმომადგენლებმა 1 კვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში თბილისი, კახეთი და დაცული ტერიტორიები მოინახულეს.
საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, გერმანულ გამოცემაში საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ფრინველებზე დაკვირვების შესახებ სტატიები დაიბეჭდება.
გერმანული მედიის წარმომადგენლები გურჯაანს, ტიბაანს, სიღნაღს, დედოფლის წყაროს ესტუმრნენ. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორია დაათვალიერეს.