საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ელჩებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ფარგლებში ტურიზმის სფეროში ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს. ელჩებმა ადგილსამყოფელ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე და ტურიზმის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
როგორც ცნობილია 1 ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.