თბილისში მდებარე სასტუმრო "ივერია ინნ"-ში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი საკარანტინო სივრცე 85-მა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელები დაუბრუნდენ.
საკარანტინო ზონიდან გამოსული 24 მოქალაქე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თბილისის მერიის მიერ სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასტუმროში აწყობს საკარანტინო ზონებს. ტურიზმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.