საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო პორტალზე National Geographic მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს სამოგზაურო ჟურნალთან თანამშრომლობის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. ინტერნეტ კამპანია, რომლის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს, 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა 4,541,183 იქნება. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალით. მასალა პეციალური გზამკვლევის - Georgia Travel Guide-ის საშუალებით გავრცელდება.