ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ადამიანთა გარკვეული ჯგუფები საკარანტინო პროექტის დისკრედიტაციას ცდილობენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნულს ის ადამიანები ახორციელებენ, რომლებიც 12-დღიანი სავალდებულო საკარანტინო პერიოდისთვის თავის არიდებას ცდილობენ. ქვრივიშვილის განცხადებით, ყველა სასტუმროს, რომელმაც საკარანტინო პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა, ამის შესაძლებლობა მიეცა. როგორც ქვრივიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, სასტუმროების დიდმა რაოდენობამ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.