"ტურიზმი ადგილობრივი განვითარებისთვის" -ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით. კონფერენციის მიზანია ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საერთო პროექტების განხორციელება, ტურიზმის განვითარება რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილებისა და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა