2019 წლის აპრილში საქართველოში 647 ათას 770 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4.6%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348 ათას 519 შეადგინა, რაც 14 ათას 18-ით ანუ 4.2%-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე.
მათივე ცნობით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით აპრილში გამოირჩეოდნენ: ავსტრია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ჩეხეთი.
2019 წლის იანვარი-მარტის წინასწარი მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 578 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 5%-ით ანუ 28 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.