ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, USAID - ის პროექტ Zrda - ს ორგანიზებითა და TripAdvisor - ის პარტნიოროებით სასტუმრო თბილისი მარიოტში სემინარი „ინოვაციური სტრატეგიები“ გაიმართა. დღეისათვის ტურისტული შემოსავლების 60%-ზე მეტი ელექტრონული ტრანზაქციების მეშვეობით მოძრაობს და ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლით ნახევარ ტრილიონ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი ონლაინ ტურისტულ სააგენტოებსა და გლობალური გადანაწილების სისტემებზე მოდის, თუმცა ტურისტული პროდუქტისა და სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური სისტემები ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს რეალობა ხელს უწყობს ლოკალურ ბაზარზე გაყიდვებისა და მოგების წილის ზრდას. სემინარს ტურისტული სექტორის 200-ამდე წარმომადგენელი დაესწრო.