საქართველოს რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფოდის პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ - სარეკრეაციო სივრცეების და ტურისტული ობიექტების რესტავრაცია - რეკონსტრუქცია იგეგმება. მუნიციპალური განვითარების ფოდის აღმასრულებელი დირექტორის თქმით ჯერ-ჯერობოთ 8 ლოკაცია შეირჩა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის 5-დან 7 მლნ ლარამდე დაიხარჯება. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასტულებელი დირექტორის ანა საბახტარიშვილის თქმით, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საპროეტო დოკუმენტაციის შედგენისას გათვალისწინებული იყოს, შრომის უსაფრთხების ხარჯები.მუნიციპალური განვითარების ფონდს აღნიშნულ პროეტზე ტენდერი ჯერ -ჯერობით არ გამოუცხადებია. მათი მიზანი, პროეტის შესახებ, ტენდერით დაინტერესებული კომპანიების მეტი ინფორმირებულობაა, რაც მათ კონკურენტულ და ღია გარემოში მონაწილეობის საშუალებას მისცემთ.