04:00
31 მაისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტურისტული ადგილები, რომლებსაც 2019 წელს Google-ით ყველაზე ხშირად ეძებენ
24-09-2019

კომპანია Google ასახელებს ყველაზე რეიტინგულ ცნობილ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად მოძებნეს.

Google-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირველ სამ ადგილს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას, კერძოდ, ანაჰაიმში, პარიზსა და ორლანდოში არსებული  „დისნეილენდები“ იკავებს. პირველ ხუთეულში ხვდებიან ასევე -  ისეთი ცნობილი ტურისტული ადგილები, როგორიც არის თაჯ-მაჰალი და მაჩუ-პიქჩუ.

ტურისტული ადგილების ათეულში ხვდებიან ასევე: კოლორადოს დიდი კანიონი, ცათამბჯენი „ბურჯ-ხალიფა“, ეიფელის კოშკი, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი და ნიაგარის ჩანჩქერი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები