ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლი აქტიურდება. სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ინფორმაციით, კონტროლი განხორციელდება როგორც სასტუმროებში, ისე რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებში.თავის მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს სტატიუსტიკურ ინფორმაციას მიაწვდის. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, თანამშრომლობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.როგორც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე და სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებენ, კვების ობიექტები და იქ არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.