11 თვეში ტურისტთა რაოდენობა 19.3%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 7.9%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 11 თვეში საქართველოს 5 864 684 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით მეტია.