"ლას ვეგასში" დასასვენებლად ჩასული კალიფორნიელი ტურისტი მოულოდნელად მილიონერი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სახლში გამგზავრებამდე კალიფორნიელმა ტურისტმა სასტუმრო ფრემონტში შეიარა და სათამაშო აპარატზე ითამაშა, რომელზეც მაქსიმალური ფსონი 3 დოლარი იყო. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სათამაშო ავტომატის ეკრანზე ჯეკ-პოტის შესახებ წარწერა გამოჩნდა, რომელიც იუწყებოდა, რომ მამაკაცი 11 მილიონ 800 ათასი დოლარის მფლობელი გახდა. კაზინოს მფლობელებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მსგავსი ოდენობის თანხა ჯერ არც ერთ კლიენტს არ მოუგია.