19:28
25 სექტემბერი, 2021, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ტურისტი აბუდელაურის ტბასთან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა - დახმარება მას მაშველებმა აღმოუჩინეს
31-07-2021

მაშველებმა დაშავებულ ტურისტს, რომელიც დაბა სტეფანწმინდაში, აბუდელაურის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა, დახმარება აღმოუჩინეს. ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბუდელაურის ტბის მიმართულებით უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ტურისტი დაგორდა ფერდობიდან და ჩავარდა მდინარეში, რის გამოც ითხოვდნენ სამაშველო ჯგუფის დახმარებას.
ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. დაშავებულის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

AutoPlay
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ცაგერის ინციდენტის უკან პროვოკაციული ქმედებები იმალება
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
მალიში შეიარაღებულ დაჯგუფებასთან შეტაკების დროს ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომალიში აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, უარი თქვან პროვოკაციებზე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები