ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ - Palitra News

ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ

2020-06-18 16:05:00+04:00

საქართველოში შემოსულ იმ ტურისტებს, რომლებსაც PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი არ ექნებათ, კორონავირუსზე ტესტი აეროპორტში ჩაუტარდებათ. 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებაზე ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკარანტინო სივრცეები არ უქმდება.

მინისტრი განმარტავს, რომ გარკვეულ სასტუმროს ეძლევათ ტურისტების მიღების საშუალება, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ნორმები.